სან-მარინოს სახელმწიფოს საპატიო კონსული საქართველოში და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია სან-მარინოელებს რესპუბლიკის დაარსების დღეს ულოცავს

3 სექტემბერი (301წ), სან-მარინოს რესპუბლიკის დაარსების დღე, ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. ამ დღის პატივსაცემად თბილისის ანძა სან-მარინოს დროშის ფერებში განათდა. სან-მარინოს საპატიო კონსულმა საქართველოში ბატონმა გიორგი სალაყაიამ სან-მარინოს რესპუბლიკას დაარსების დღე მიულოცა და განმარტა, რომ საქართველოსა და სან-მარინოს შორის თანამშრომლობის და თანაგანვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. სან მარინოსა და საქართველოს შორის მრავალი წელია ორმხრივი თანამშრომლობაა. 2013 წელს, სან-მარინოში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ. საქართველოში, სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია 2019 წელს დაინიშნა. გიორგი სალაყაია, აღნიშნულ თანამდებობაზე სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობამ წარადგინა. საქართველოს ხელისუფლების მიერ, აღიარების ბრძანებას, ხელს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აწერს. საკონსულო ოლქი, რომლის ფარგლებშიც ბატონი გიორგი სალაყაია ასრულებს თავის ფუნქციებს, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სან-მარინოს საპატიო კონსული ბიძინა ივანიშვილი გახლდათ, რომელიც 2014 წელს მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მეღვინემ, დოქტორმა დონატო ლანატიმ შეცვალა.

სან-მარინოს რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ტერიტორია ამავე სახელწოდების დედაქალაქის ჩათვლით 9 უძველესი ქალაქი-კომუნისგან შედგება. 1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ.
























