თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.