Apple Pay-ით სარგებლობა ახლა უკვე ტერაბანკის მომხმარებლებსაც შეუძლიათ

Apple Pay-ით სარგებლობა ახლა უკვე ტერაბანკის მომხმარებლებსაც შეუძლიათ

ამიერიდან ტერაბანკის მომხმარებლებისთვის Apple Pay-ის გადახდის უსაფრთხო და დაცული მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია. Apple Pay-ით ანგარიშსწორებას ისინი საბანკო ბარათის უცხო პირისთვის გადაცემის, ღილაკებსა თუ ნაღდ ფულთან შეხების გარეშე შეძლებენ.

Apple Pay-ის თითოეული ტრანზაქციის უსაფრთხოებას iPhone-ის განსაკუთრებული შესაძლებლობები უზრუნველყოფს. უკონტაქტო გადახდისთვის მხოლოდ iPhone-ის ან Apple Watch-ის ტერმინალთან მიტანაა საკმარისი. ნებისმიერი ტრანზაქციის ავტორიზაცია როგორც Face ID-ით, Touch ID-ით ან მოწყობილობის კოდით, ისე უსაფრთხოების ერთჯერადი კოდით სრულდება, რაც ანგარიშსწორების განსაკუთრებულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

Apple Pay-ით გადახდა შესაძლებელია სუპერმარკეტში, აფთიაქში, ტაქსიში, რესტორანში, სავაჭრო თუ სხვა სახის ობიექტებში. Apple Pay-ის გამოყენება შესაძლებელია iPhone-ზეც, iPad-ზეც და Mac-ზეც, რაც მობილურ აპლიკაციებში თუ Safari-ის მეშვეობით ვებგვერდებზე ანგარიშსწორების პროცესს ამარტივებს. საჭირო აღარ არის დამატებითი ანგარიშების შექმნა და საკონტაქტო ან ბარათის რეგისტრაციის მისამართის ფორმების ხელახლა შევსება. Apple Pay ამარტივებს ანგარიშსწორებას საკვების გამოძახებისას, ონლაინშოპინგის, გადაადგილების, ან სულაც პარკირების მომსახურებით სარგებლობის დროს. მისი დახმარებით Apple Watch-ის აპლიკაციებში გადახდასაც შეძლებთ.

Apple Pay უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობას. საკრედიტო ან სადებეტო ბარათის Apple Pay-სთან დაკავშირებისას ბარათის რეალური მონაცემები არც მოწყობილობაზე და არც Apple-ის სერვერებზე არ რჩება. გადახდისას Apple Pay იყენებს კონკრეტული მოწყობილობის შესაბამისი ანგარიშის ნომერს, რომელიც iPhone-სა თუ Apple Watch-ში ინტეგრირებულ სპეციალურ ჩიპზე დაშიფრულად ინახება. სერტიფიცირებული ჩიპი სპეციალურად გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესანახად შეიქმნა.

ბარათის Apple Pay-სთან დაკავშირება მარტივია. iPhone-ის შემთხვევაში, საკმარისია, გახსნათ აპლიკაცია Wallet, დააჭიროთ + ნიშანს და თანმიმდევრულად მიჰყვეთ ინსტრუქციებს ტერაბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დასამატებლად. Apple Pay-ით სარგებლობას ბარათის iPhone-თან, Apple Watch-თან, iPad-თან ან Mac-თან დაკავშირებისთანავე შეძლებთ. რაც მთავარია, თქვენ ტერაბანკის ბარათებზე ქულების დაგროვებასა და სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობას კვლავაც გააგრძელებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://terabank.ge/ge/applepay

(R)