საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს
10.04.2025 / 23:35
10.04.2025 / 23:35

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს. ამის შესახებ

123456789101112131415161718192021222324
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
ზაზა თავაძე
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
დავით უსუფაშვილი
ოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:02
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე - ავტორიზაციის აქტი სხვაა და კანონპროექტი, სადაც სანქციებს ითხოვენ, სხვა, ხელისუფლებას ტაშის შემოკვრის საფუძველი არ აქვს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ- ის სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მიესალმება და აღნიშნავს, რომ მთავრობა სპეკულირებს, თითქოს ეს მათი დამსახურებაა.

როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლება ასევე სპეკულირებს როცა ამ დოკუმენტში სანქციების არარსებობაზე მიუთითებს.

დეპუტატი განმარტავს, რომ ავტორიზაციის აქტი სხვა დოკუმენტია, ხოლო კანონპროექტი, სადაც დაფინანსების პირობებსა და 15 პროცენტის შეჩერებაზეა საუბარი, კიდევ სხვა დოკუმენტი, რომელიც კონგრესშია დარეგისტრირებული, ამიტომ ხელისუფლებას "ტაშის შემოკვრის საფუძველი" არ აქვს.

"მნიშვნელოვანია სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, ვინაიდან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს არის აშშ- ის სტრატეგიული პოზიცია. მთავრობა ნუ ეწევა სპეკულირებას, თითქოსდა, რაღაც დამსახურება იყოს მათი ამაში, ისევე როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოსდა, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით, ანუ მის გაყინვას, 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის - სხვა. თავისთავად საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით არის ძალიან კარგი და მისასალმებელი ჩვენი მხრიდან. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის არ უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება, ძალიან გაგვიხარდება, თუკი, მთავრობა შეასრულებს ამ ვალდებულებას და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ. მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ასე რომ, ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იგივე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულისა და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ეხმარებიან სახელმწიფოს და არა მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, სადაც 3 ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ,"- განაცხადა გოცირიძემ.

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
კოლიერსი X არქტური – როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში? | კონცეპტუალური დიზაინები საჩუქრად კონკრეტული მიწის მფლობელებისთვის
კახა ოქრიაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება და არც არასდროს დასრულდება!
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს