Nexia TA-ს ახალ სერვისს - “ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაციას“ - წარმოადგენს

დღეს, პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ბიზნესები ოპტიმიზაციის გზებს ეძებენ იმისთვის, რომ მათი პროცესები გაცილებით მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი გახდეს რთულ და ნაკლებად პროგნოზირებად გარემოში.
ყველა აცნობიერებს, რომ ეფექტური და ოპტიმიზირებული შიდა პროცესებით გამართულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს გახდეს მაქსიმალურად ხარჯთეფექტური და შეინარჩუნოს ან გაზარდოს მომგებიანობა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Nexia TA-მ კომპანიაში ახალი - ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ტრანსფორმაციის მიმართულება შექმნა. მიმართულების ექსპერტები ეხმარებიან კლიენტ კომპანიებს საკუთარი ბიზნეს მოდელის გაანალიზებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ამ მოდელებს აუმჯობესებს.
19 ივნისს, 16 საათზე, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და ტრანსფორმაციის მიმართულების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას წარუძღვებიან პროცესების ოპტიმიზაციისა და ტექნოლოგიების დირექტორი - გიორგი ხაცაკვაძე და, უშუალოდ, ამ მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან ქარენაშვილი.
ონლაინ პრეზენტაციაზე იმ მეთოდებსა და მოდელებს განიხილავენ, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს მარტივად და ეფექტურად მართონ გუნდი დისტანციურ რეჟიმში, გამოიყენონ კომპანიის რესურსები უფრო ეფექტურად და პოსტ-კრიზისულ პერიოდში მაქსიმალურად შეამცირონ კომპანიის დანახარჯები.
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2YrBITE
გამართული ბიზნეს პროცესები უზრუნველყოფს პროცედურების სტანდარტიზაციას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც ძალზედ მნიშნველოვანია ბიზნესისთვის, ამისათვის საჭიროა 4 ეტაპის გავლა:
- არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი
- სწორი რეკომენდაციების შემუშავება ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად
- ბიზნეს პროცესების მოდელირება
- ცვლილებების მართვა (ტრანსფორმაცია, ავტომატიზაცია, ციფრული ტექნოლოგიები).
(R)
























