გაგუას კლინიკაში საქართველოში წარმოებული სადეზინფექციო კაბინა განთავსდა

გაგუას კლინიკაში კორონავირუსის პრევენციისთვის საქართველოში წარმოებული პირველი სადეზინფექციო კაბინა განთავსდა. პაციენტებისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის კლინიკაში შესვლამდე კაბინაში სხეულისა და ტანსაცმლის სადეზინფექციო პროცედურის გავლა მოხდება. კაბინა განსაკუთრებულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რადგან სხვა დეზობარიერებისგან განსხვავებით ის სრული სხეულის დეზინფექციას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ მაღალტექნოლოგიური სადეზინფექციო კაბინა საქართველოშია დამზადებული. მისი მწარმოებლები არიან ტექნოლოგიური კომპანიები Kaya და Edison Tech Solutions. პირველი კაბინა კი სწორედ გაგუას კლინიკაში განთავსდა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ კაბინაში დეზინფექციას კლინიკაში შესული თითოეული ექიმი და პაციენტი გადის. გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციისთვის მიმდინარეობს ტემპერატურის მონიტორინგი, ყოველდღიურად ხდება ზედაპირების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით. შესაბამისად, კლინიკა სრულიად უსაფრთხოა პაციენტებისთვის და მათ მომსახურების მიღება უპრობლემოდ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანიის KTQ-International- ის მიერ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა “საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის შესახებ".
(R)
























