კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აგრძელებს COVID 19-თან ბრძოლას. წინა კვირაში, კომპანიამ უკვე გადასცა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მათთვის პრიორიტეტული პირველადი საჭიროების ნივთები. "ლისი დეველოპმენტი" ქვეყანას მხარში უდგას და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომ ეტაპად, #StopCoV ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

"#StopCoV ფონდის მიზანია შეამციროს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი, მოხდეს საჭიროებების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ!"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია სოციალურ და ჯანდაცვის მხარდამჭერ ღონისძიებებს გააგრძელებს.

(R)