10 საინვესტიციო სახლი - თბილისიჰოუმსის ახალი პროდუქტი

10 საინვესტიციო სახლი - თბილისიჰოუმსის ახალი პროდუქტი

თბილისიჰოუმსი საცხოვრებელი უძრავი ქონების საძიებო პლატფორმაა, რომელიც 150 შერჩეულ სახლს უყრის თავს. აქ სახლები უძრავი ქონების მრჩევლების მიერაა გადარჩეული. შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია: ლოკაცია, საბაზრო ფასი და საინვესტიციო პოტენციალი, რაც სახლების საუკეთესო კოლექციის ერთ პლატფორმაზე აღმოჩენას შესაძლებელს ხდის და სასურველი ქონების მოძიების პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. თბილისიჰოუმსის უკან კოლიერსის გუნდი დგას, რომელიც მუდამ მუშაობს უძრავი ქონების ახალი პროდუქტების განვითარებაზე.

ამჯერად თბილისიჰოუმსს 10 საინვესტიციო სახლი გამოაქვს ბაზარზე. სახლებზე სესხი წინასწარაა დამტკიცებული და შემოსავლების დადასტურებას აღარ საჭიროებს. სესხი 20 წლიანია, აქედან პირველი 6 თვე საშეღავათო პერიოდს მოიაზრებს, რაც თანხის გადახდისგან ათავისუფლებს მყიდველს. თანამონაწილეობის პროცენტი ყველა სახლზე ინდივიდუალურია, თუმცა 30%-ს არც ერთ მათგანზე არ აღემატება. იქიდან გამომდინარე, რომ შემოთავაზებული სახლების უმეტესობა უკვე გაქირავებულია ან გასაქირავებლად საჭირო ყველა მახასიათებელს აკმაყოფილებს, მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ სესხის ყოველთვიური შენატანი სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით დაფარონ.

აღნიშნული შემოთავაზება მიმზიდველია როგორც კონკრეტულად საინვესტიციო პროდუქტებით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ემიგრანტებისთვის, რომლებისთვისაც შემოსავლების დადასტურების პროცესი ხშირად გადამწყვეტია სესხის მიღებისას, ბინის განვადებით ან კრედიტით შეძენა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. გამარტივებული სესხი, რომლის ყოველთვიური შენატანი ავტომატურად, ბინიდან მიღებული იჯარით იფარება, თბილისიჰოუმსზე უკვე დღეიდან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ შესაბამის კატეგორიაში გადასვლით.

საკონტაქტო ნომერი - (032) 2 244 770

(R)