„კრისტალი“ პირველი ქართული საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ საკონსულტაციო კომპანია ISSP-ის (Information Systems Security Partners) მხარდაჭერით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 - ის მიხედვით დანერგა.
ISO 27001 სტანდარტი კომპანიას საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს ინფორმაციული უსაფრთხოება, საიმედოდ დაიცვას მომხმარებლების მონაცემები და უზრუნველყოს ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირება.
„ჩვენ დავისახეთ დიდი მისია, რომელიც მოიცავდა კომპანიის, თანამშრომლების და პროცესების უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ISO27001, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების სრულ პაკეტს. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა გახდა მომხმარებელთა მონაცემების სიამედოდ დაცვის, სისტემების ეფექტური მართვის, კონტროლის და მონიტორინგის მარტივი საშუალება. ISSP-ი არის ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ასეთი რთული მისიის მოკლე ვადებში შესრულება. გამოცდილება, ცოდნა, პროფესიონალიზმი, სწორი მართვა და შრომა, იყო ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა პროექტის წარმატებით დასრულება”, - აღნიშნა კრისტალის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა.
„კარგად დაგეგმილი და წარმატებულად შესრულებული სამუშაოების შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ISO 27001 სერტიფიცირებისთვის მომზადებას, კრისტალმა თავის მომხმარებლებს დაუმტკიცა, რომ კომპანია ეფექტურად იცავს მათ მონაცემებს. მან შემოიღო თანამედროვე უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, შემოწმდა პოლიტიკები, პროცედურები, პროცესები, შეიქმნა შიდა მექანიზმები უსაფრთხოების ანომალიების გამოსავლენად და ინციდენტებზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნა კომპანია ISSP Georgia-ს დირექტორმა მაია გოგუაძემ.
კრისტალის შესახებ
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 51 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორანიზაციაა ჩვენს რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, „FitchRatings’-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე, პირველმა გამოუშვა 15 მილიონი ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები, რომელიც მიეძღვნა ქალთა ეკონომიკურ განვითარებას. 2018 წელს „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა “მელიორა 2018’’-ის კონკურსში. კომპანიამ 2019 წელს მიიღო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ჯილდო გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვის კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკისთვის - გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე მიზანში (SDG #5: Gender Equality). 2019 წლის მაისში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „MFR“ (MicroFinanza Rating) სოციალურმა კომიტეტმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ sA- შეფასება მიანიჭა.
ISSP-ს შესახებ
ISSP - Information Systems Security Partners 2008 წელს დაარსდა და წარმოადგენს სპეციალიზირებულ კიბერუსაფრთხოების კომპანიას, რომელიც თავის დამკვეთებს სთავაზობთ კომპრომეტირებისა და მოწყვლადობის შეფასებას, შეღწევადობისა და უსაფრთხოების ტესტირებას, კიბერუსაფრთხოების კონსულტაციას და ციფრულ ექსპერტიზას, კიბერ და მონაცემთა ტექნოლოგიების ინტეგრაციასა და მხარდაჭერას, მართვადი საფრთხის გამოვლენას, რეაგირებასა და მათ ანალიზის.
კომპანია ISSP ეხმარება საწარმოებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო სტრუქტურებს, გაუმკლავდნენ კიბერ შეტევების მუდმივ საფრთხეს და დაიცვან თავიანთი ქსელები, სისტემები და მონაცემები მუდმივად განვითარებადი კიბერსაფრთხეებისგან.
(R)
























