BDO Academy Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა

BDO Academy Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი გახდა

„BDO აკადემიამ“ საერთაშორისო ელექტრონული საგამოცდო ცენტრის Pearson VUE-ს ავტორიზაცია მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ „BDO აკადამიაში“, Pearson VUE-სთან საპარტნიორო შეთანხმების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩააბარონ CISCO-ს, C++-ის, CIMA-ს, Microsoft-ის, VMware-ის, Oracle-ისა და სხვა საერთაშორისო გამოცდები.

BDO Academy დაინტერესებულ პირებს ფინანსების, მენეჯმენტის, სააღრიცხვო და საოფისე პროგრამებისა და Soft Skill-ების მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს.

Pearson VUE არის ონლაინ გამოცდების ლიდერი პლატფორმა, რომელსაც 450-ზე მეტი საერთაშორისო სასერტიფიკატო ორგანიზაცია ირჩევს, რათა მართონ, განავითარონ, ხელმისაწვდომი გახადონ და გაზარდონ ტესტირების პროგრამების არჩევანი.

Pearson VUE უზრუნველყოფს ინდუსტრიაში ყველაზე დაცულ გარემოს ონლაინ სასერტიფიკატო და სალიცენზიო გამოცდებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ფინანსები და მასთან დაკავშირებული სფეროები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ.

„BDO აკადემიაში“ სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. გამოცდაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: https://home.pearsonvue.com/test-taker.aspx

დამატებითი ინფორმაცია Pearson VUE–ს საქმიანობის შესახებ იხილეთ Pearson VUE–ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

BDO აკადემია

#კენწეროარარსებობს #სწავლამწყურია

(R)