ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება.

აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.

აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას შეასრულებს, ალპებში 2-კაციანი საგზური გადაეცემა.

„ახალი წელი საჩუქრების დროა. ვფიქრობთ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბარათებით აქტიურად იხდიან, ჩვენი და ვიზას ერთობლივი აქცია დამატებითი სტიმული იქნება. ალპებში მოგზაურობა კი იღბლიან მომხმარებელს სადღესასწაულო განწყობას გაუხანგრძლივებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკისა და ვიზას ერთობლივი აქცია 16 დეკემბერს დაიწყო და 31 იანვარს დასრულდება.

(R)