ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა

ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა

პროკრედიტ ბანკი ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად განაგრძობს მომხმარებლებისათვის სწრაფი და დაცული მომსახურების შეთავაზებას.

დღეს, თბილისში, ჭავჭავაძის N37-ში, სავაჭრო ცენტრ "ჰოუმმარტის" მეორე სართულზე, ბანკის ახალი სერვის პუნქტი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ბიზნესებთან ერთად, ფიზიკურ პირებსაც მოემსახურება.

ფილიალში განთავსებული იქნება თანამედროვე სივრცე - 24/7, რომლის საშუალებითაც მომხმარებელები შეძლებენ დამოუკიდებლად, მარტივად და სწრაფად სასურველი საბანკო მომსახურება მიიღონ.

მეტი კომფორტისთვის, 09:00სთ-დან 21:00სთ-მდე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ სავაჭრო ცენტრის პარკინგის ზონით.

(R)