„ჯონ ჰოპკინსის სახელობის ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სერდარ თურჰალი ქართველი საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა

თბილისი „ჯონ ჰოპკინსის სახელობის ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერდარ თურჰალს მასპინძლობდა, რომელიც ქართველი საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა.
ღონისძიებაზე სერდარ თურჰალი საერთაშორისო დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, თავის პაციენტებსა და ქართველ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მან კიბოსა და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შესახებ ისაუბრა.
მოხსენებისას სერდარ თურჰალმა ყურადღება გაამახვილა მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, გაირკვეს, თუ როგორ მიმდინარეობს სიმსივნის ზრდა.

ამასთან, სერდარ თურჰალის განმარტებითვე, კიბოსა და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მიზნობრივი თერაპია.
„ხალხის დასახმარებლად ჩვენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ. მათ შორისაა მიზნობრივი თერაპია და მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტი, რათა დავადგინოთ, რომელი თერაპიაა საუკეთესო პაციენტებისთვის. ასევე, რადიაციის ონკოლოგიური ჯგუფი ოპერაციის დროს იყენებს ყველაზე თანამედროვე რადიოთერაპიის მოწყობილობებს“, - აღნიშნა სერდარ თურჰალმა.
ღონისძიების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ საერთაშორისო განყოფილების სპეციალისტმა სანტიტა აქიოლმაც, რომლის განცხადებითაც, ცენტრი საქართველოს მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს.
„მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, მიიღონ ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ უახლოეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე. ჩვენ მსოფლიოს სტანდარტებით ვმუშაობთ. კონფერენციისას ინფორმაციას მიიღებენ არა მარტო პაციენტები, არამედ ჩვენი ქართველი კოლეგებიც, რადგან ღონისძიებას ესწრებიან ქირურგები, ონკოლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები...“ - აღნიშნა სანტიტა აქიოლმა.
„ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ საერთაშორისო დეპარტამენტის სპეციალისტის ლუკა ბოლქვაძის განცხადებით, ცენტრს ბევრი ქართველი პაციენტი ჰყავს, რომელთა 80% მედიკალური ონკოლოგიის განხრით, ნაწილი კი კონტროლის მიზნით ჩადის თურქეთში.
„პაციენტები ჩვენს კლინიკას უფრო მეტად ინტერნეტის მეშვეობით პოულობენ. ჩვენი საიტის https://www.anadolumedicalcenter.com/en მეშვეობით თავიანთ რეკვიზიტებს და კითხვებს გვიგზავნინ. ასევე, პირდაპირაც გვირეკავენ. მე და ქალბატონი სანტიტა საქართველოს რეგიონის სპეციალისტები ვართ და შესაბამისად, ჩვენ პაციენტებს ყველაფრის ორგანიზებაში ვეხმარებით“, - განაცხადა ლუკა ბოლქვაძემ.
(R)
























