მოძრაობა "შეცვალეს" წევრები შაქშაქეთის ბლოკპოსტიდან ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან მისვლას ცდილობენ

მოძრაობა "შეცვალეს" წევრები შაქშაქეთის ბლოკპოსტიდან სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან მისვლას ცდილობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ტიტე გედენიძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მათ ატოცის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, აქცია მშვიდობიანი ფორმატით, შაქშაქეთის ბლოკპოსტთან გაგრძელდება.
„არანაირი საბაბი იმისა, რომ არ შეგვიშვან, არ არსებობს. ჩვენ დავუკავშირდით პრესსამსახურს, რომელმაც ნათლად გვითხრა, რომ მათ არ ევალებათ აქტივისტების შეშვების საკითხი და ეს უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა პოლიციამ. იმ შემთხვევაში, თუ არ შეგვიშვებენ, ჩვენ გავმართავთ აქვიას აქ, მშვიდობიან ფორმატში. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ავიდეთ სოფელ ატოცში, სადაც არის მავთულხლართები და სადაც რუსებმა ფაქტობრივად დაასრულეს ბორდერიზაციის პროცესი. გვინდა, რომ იქ გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია და ქართული სახელმწიფოს უმოქმედობა“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

























