"დეიმელოუ" - კორეული კოსმეტიკის რჩეული ბრენდი უკვე საქართველოშია

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდა - "დეიმელოუს" პროდუქცია მისაღები ფასითა და დახვეწილი შეფუთვით იოლად მიიპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, თუმცა სასიამოვნო ვიზუალის მიღმა მისი მთავარი ღირსება - უნიკალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სახისა და სხეულის მოვლის სამხრეთკორეული საიდუმლოებები იმალება.
ნატურალურ საფუძველზე შექმნილი პროდუქცია კანს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კვებავს და თვითწმენდასა და თვითაღდგენაში ეხმარება.
"დეიმელოუს" ასორტიმენტი მრავალფეროვანია:
სახის ლოსიონი, გამწმენდი სითხე;
დასაბანი ქაფი;
კანის დამატენიანებელი საცხი;
სახის შრატი;
ნიღბები;
ტანის დამამშვიდებელი გელი.
"დეიმელოუს" პროდუქცია ჩვენს ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პროდუქციას უნიკალური შემადგენლობა აქვს - ზღვის მინერალების კომპლექსის ბაზაზე დამზადებული საცხები და გელისებური დამატენიანებელი საშუალებები ალოეს, კაქტუსის და ბამბუკის ექსტრაქტებით განსაკუთრებით ეფექტიანია.
მოვლილი კანი უფრო ჯანმრთელია, შესაბამისად – უფრო ელასტიკური, გლუვი და ერთგვაროვანი, "დეიმელოუ" კი მისი დაცვისა და მოვლის შეანიშნავ საშუალებებს გვთავაზობს.
(R)
























