პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა

პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

„მხარი დავუჭიროთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადებას აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცისთვის ფინანსების გამოსაყოფად რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე “, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა