„სამხრეთ ოსეთმა“ „საკონტროლო -გამშვები პუნქტი პერევი“ დაკეტა

„სამხრეთ ოსეთმა“  „საკონტროლო -გამშვები პუნქტი პერევი“ დაკეტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს განცხადებით, „რესპუბლიკის დღის“ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „საკონტროლო- გამშვები პუნქტის „პერევის“ მუშაობა დროებით შეწყდა. პუნქტი დაიკეტა 18 სექტემბრის 20:00 საათზე და მუშაობას განაახლებს 22 სექტემბრის დილის 06:00 საათზე. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ადრე „საზღვარზე“ დაძაბული სიტუაციის მომიზეზებით გაურკვეველი ვადით დაკეტა პუნქტები - „რაზდახანი“ და „სინაგური“.

იხილეთ ვიდეო: