„სამხრეთ ოსეთში“ „ვიზიტით“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელი“ ჩადის

„სამხრეთ ოსეთში“ „ვიზიტით“ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელი“ ჩადის

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ სამდღიანი „ოფიციალური ვიზიტით“ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი ჩადის.

19 სექტემბერს იგეგმება პუშილინის შეხვედრა „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვთან, ასევე გაფართოებული დელეგაციების შეხვედრები.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 20 სექტემბერს პუშილინი „რესპუბლიკის დღის“ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრება.