დიმიტრი მედოევი - სამხრეთ ოსეთი ნატოში არ გაწევრიანდება

სამხრეთ ოსეთი ნატოში არ გაწევრიანდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას დაპატიჟებენ. „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
მისი თქმით, „რესპუბლიკა“ მშვიდობიანი „ქვეყანაა“ და აგრესიულ ბლოკებში მონაწილეობა მათ იმიჯს დააზიანებს.
მედოევმა კომენტარი გააკეთა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფონ რასმუსენის განცხადებაზეც.
„ამბობენ, კამათში იბადება ჭეშმარიტება. ვფიქრობ, ისინი სულ ტყუილად ნერვიულობენ ჩვენზე - სამხრეთ ოსეთისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. ნატო მთელი მსოფლიოსა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის მომტანია არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის - ეს საშიში ავანტიურაა, რომელიც პირველ რიგში, მიმართულია მთლიანად კავკასიის რეგიონისადმი“ - განაცხადა მედოევმა.

























