ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ოძისის გამშვებ პუნქტზე ჩვეულებრივ დღეს მონიტორინგის მისია 400-მდე გადაკვეთას აფიქსირებს, ამჯერად დაფიქსირდა ნული

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ოძისის გამშვები პუნქტის დახურვას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ოძისი „სამხრეთ ოსეთთან“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის მთავარი პუნქტია. ჩვეულებრივ დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისია აფიქსირებს დაახლოებით 400 გადაკვეთას, ამჯერად დაფიქსირდა ნული. პუნქტი დახურულია 5 სექტემბრის შემდეგ მკაფიო განმარტების გარეშე. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ სოფლებზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს“, - დაწერა ერიკ ჰოგმა.

























