Acer - ინოვაციური ბრენდი - ინოვაციური ადამიანებისთვის
.webp)
ჯერ კიდევ 1976 წლიდან დღემდე, Acer მუდმივად ცდილობდა ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაემკვიდრებინა თავი ამ მუდმივად მზარდ და სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში.
ბრენდის ხედვა მომავალზეა ორიენტირებული და მიმართულია ისეთი სამყაროს შექმნისკენ, სადაც ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ერთმანეთთან იდეალურად იქნება შერწყმული იმისათვის რომ, აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები საკუთარი მომხმარებლისთვის.
კომპანიამ პრეს-კონფერენციაზე სახელწოდებით next@acer, რომელიც ბერლინში იმართება, მრავალი ინოვაციური პროდუქტი წარადგინა და საკუთარ მომხმარებლებს მომავლის ტექნოლოგიებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.
_09_30_40.jpg)
ბრენდმა ახალი Nitro XV3 სერიის სათამაშო მონიტორები შემოგვთავაზა, რომელიც, კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს დაუჯერებელ სისწრაფეს, მაღალ გაფართოვებას და გამოსახულების იდეალურ ხარისხს შესთავაზებს, რა თქმა უნდა ხელსაყრელ ფასად.
ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა თხელი და მსუბუქი, სპეციალურად გეიმინგზე მორგებული ნოუთბუქი Predator Triton 300 და იმერსიული სათამაშო სავარძელი Predator Thronos Air.
Predator Triton 300 ეს არის ულტრა თხელი და მსუბუქი (2.3კგ), კომპიუტერულ თამაშებზე მორგებული ახალი ლეპტოპი Windows 10-ს ბაზაზე, რომელიც, ბრენდის მძლავრი ტექნოლოგიური შესაძლებლობების საუკეთესო მოდელია.
აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel® Core™ i7 უმძლავრესი პროცესორით, ვიდეო ბარათით NVIDIA® GeForce® GTX 1650, და 16 გიგაბაიტიანი DDR4 (2666Hz) ოპერატიული მეხსიერებით, რომლის გაზრდაც 32 გბ.მდე არის შესაძლებელი.
მეტი სისწრაფისთვის, Predator Triton 300 ველური მტაცებელივით ძლიერი შიდა მეხსიერებით (1TB SSD up to a 2TB.) და ჩრდილოეთის ქარივით ცივი გაგრილების სისტემითაც არის დაკომპლექტებული.
.jpg)
ასევე აღსანიშნავია მისი 15 ინჩიანი Full HD IPS display, რომელიც აცოცხლებს გამოსახულებას, მაქსიმალურად რეალისტურად, დეტალიზებულად გადმოგცემს მას და გვაძლევს საშუალებას ბოლომდე თამაშში ვიყოთ ჩართული.
სასიამოვნო სიახელა Acer-ის უახლესი ტიპის მოდულირებადი და რეგულირებადი სათამაშო სავარძელი Predator Thronos-ის ახალი მოდელი Predator Thronos Air, რომელიც, იდეალური არჩევანია პროფესიონალი მოთამაშეებისათვის, რომლებიც შეძლებენ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი თამაშის განმავლობაში და ბოლომდე ჩაერთონ მასში.
კომპანიას გეიმერებისთვის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აქვს. ეს არის მომავალი თაობის, ახალი ტიპის სათამაშო პლატფორმა Planet 9.
Planet 9 - ეს არის ერთიანი ციფრული სივრცე მომხმარებლისთვის რომელიც, საშუალებას მისცემს მოთამაშეებს ჩამოაყალიბონ საკუთარი გუნდები, გუნდის წევრებთან ერთად ივარჯიშონ ერთ სივრცეში, აკონტროლონ სტატისტიკები, იბრძოლონ გამარჯვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია დამწყებით გეიმერებს დაეხმარება აირჩიონ მწრთვნელად მსოფლიოში საუკეთესო კიბერ სპორტსმენები და გაიღრმავონ ცოდნა თუ გამოცდილება, მათი სწავლების მეთოდით.
ამ დროისათვის Planet 9 დახურული ბეტა ტესტირების რეჟიმშია, ხოლო ღია ბეტა ტესტირებაზე 2020 წლის 30 იანვარს გადავა.
#IFA2019 #NextAtAcer
(R)
























