აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ მიიღო

აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ მიიღო

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა.

„არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.