ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.