ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებს“ დააკვირდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის  დელეგაცია აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებს“ დააკვირდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის, „პარლამენტისა“ და „საარჩევნო კომისიის“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამკაციანი „დელეგაცია“ აფხაზეთში გაემგზავრება. ისინი აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებს“ დააკვირდებიან. ამის შესახებ „დელეგაციის“ ერთ-ერთმა წევრმა, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ უფროსის პირველმა მოადგილემ ალან ჯუსოევმა განაცხადა. „რესპუბლიკის“ დელეგაციას ე.წ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პეტრე გასიევი უხელმძღვანელებს.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს არის დანიშნული.

ინფორმაციას სააგენტო „რეც“-ი ავრცელებს.