რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის აღდგენას განიხილავს

რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის აღდგენას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„განვიხილავთ ქვეყნის ეკონომიკური ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს, აეროპორტის საკითხს. ახლა ჩვენ დაკავებული ვართ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებით აეროპორტის აღსადგენად, სპონსორის მოძიებით“, - განაცხადა ხაჯიმბამ.