Wolt-ი და Mastercard-ი მომხმარებელს ერთობლივ, უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს

"გამოიძახებ საკვებს Wolt-ით, გადაიხდი Mastercard-ით და 5 ლარი უკან დაგიბრუნდება".
ონლაინ გადახდები საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მის უპირატესობას ნაღდი ფულით გადახდასთან შედარებით. იმის გარდა, რომ ონლაინ გადახდისას ვზოგავთ დროს, უკეთ ვაკონტროლებთ ჩვენს ბიუჯეტს და თავს ვიზღვევთ ზედმეტი ხარჯებისგან, ონლაინ გადახდის მეთოდს კიდევ ერთი უპირატესობა შეემატა.
29 ივლისიდან ექვსი კვირის განმავლობაში, თუ Wolt-ის აპლიკაციაში შეკვეთის გადახდას Mastercard-ის ბარათით განახორციელებთ, თითოეულ შეკვეთაზე - 5 ლარი დაგიბრუნდებათ უკან „ვოლტის“ ანგარიშზე. ეს Wolt-ისა და Mastercard-ის ერთობლივი, უპრეცედენტო შეთავაზებაა, რომელიც მიზნად სწორედ ონლაინ გადახდების პოპულარიზაციას ისახავს.
Wolt საქართველოს ბაზარზე საკვების მიტანის ერთადერთი სერვისია, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ Mastercard-ის სააქციო შეთავაზება ექსკლუზიურად მხოლოდ ვოლტერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
* * *
Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 17 ქვეყანასა და 60-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი და ბათუმი.
Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მათ მახლობლად მდებარე რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამორჩეულად მეგობრული ონლაინ მხარდაჭერის გუნდი კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.
საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 350-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
(R)
























