კრედო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ წელს საქართველოს 6 რეგიონში გაიმართება

2019 წელს რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, კრედო ბანკის და Check in Georgia-ს პარტნიორობით საქართველოს 6 ქალაქსა და დაბაში ჩატარდება. ღონისძიება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში, რადგან გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას და დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს აერთიანებს, მჭიდრო კავშირშია ტურიზმსა და ტურისტული ბიზნესის განვითარებასთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 25 ივლისს გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც დაანონსდა ფესტივალი „ფუძეობის“ ჩატარების მიზნები და დეტალები. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და გენერალური პარტნიორის, კრედო ბანკის წარმომადგენელი.
● კრედო ბანკის წარმომადგენელმა, მეგი გურგენიძემ, ისაუბრა კერძო სექტორის როლზე, მსგავსი ღონისძიებებისა და ტურისტული ბიზნესის განვითარებაში.
„კრედო ბანკის, როგორც ფესტივალის გენერალური სპონსორის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ წინსვლასა და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული მიზანი მაქსიმალურად სწრაფად მიღწევადია, თუ ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ვიზრუნებთ.
სწორედ ეს არის ფესტივალის ფარგლებში, კრედო ბანკის პარტნიორობის მოტივიც“.
● ფესტივალი „ფუძეობის“ წარმომადგენელმა - ქრისტინა კობახიძემ ხაზი გაუსვა ფესტივალის მისიას და მადლობა გადაუხადა კრედო ბანკს თანადგომისათვის. ამასთან დააანონსა ღონისძიებების ჩატარების ლოკაციები და თარიღები :
ბაკურიანი - 3 აგვისტო,
ამბროლაური - 27 აგვისტო,
ბოლნისი - 14 სექტემბერი,
შუახევი - 28 სექტემბერი,
მცხეთა - 14 ოქტომბერი,
ყვარელი - 8 ნოემბერი.
● Check in Georgia-ს წარმომადგენელმა - ნანა დოლიძე კიდევ ერთხელ აღნიშნა „ფუძეობის“ მნიშვნელობა ტურიზმის განვითარების კუთხით.
„პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, რასაც უკვე მეოთხე წელია წარმატებით ვახორციელებთ და რაზეც მეტყველებს ჩატარებული უამრავი ღონისძიება“.
(R)
























