კოსმეტიკური კომპანიები AVON-ი და Natura & Co გაერთიანდნენ

2019 წლის 22 მაისს - კომპანია ნატურამ (Natura & Co (B3: NATU3) განაცხადა კომპანია ეივონთან მერჯინგის შესახებ (Avon Products, Inc. (NYSE: AVP), რომლის შედეგადაც გაერთიანებული კომპანია გახდება მსოფლიო ბიუთი ინდუსტრიაში სიდიდით მე-4 გლობალური კორპორაცია.
ამ მერჯინგის შედეგად ჩამოყალიბდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მულტიბრენდული ბიუთი კომპანია, რომელიც გააერთიანებს 6.3 მილიონზე მეტ ბიუთი წარმომადგენელს, 3200 ბრენდ შოფს მთელს მსოფლიოში და ფართო მასშტაბებს ციფრულ მედიაში, ყოველივე ეს კი ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს, დაიკავოს ლიდერული პოზიცია პირდაპირი გაყიდვების სფეროში.
მოლოდინების მიხედვით, მერჯინგის შემდეგ გაერთიანებული ჯგუფის წლიური ბრუნვა 10 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი იქნება.
კორპორაცია წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 100 ქვყანაში და მისი თანამშრომელთა შტატი გადააჭარბებს 40 000 -ს.
კომპანიის ცნობილი ბრენდების და შესაძლებლობების გაერთიანებით, ორგანიზაცია მოიცავს 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. Avon-ის დამატება პორტფოლიოში, სადაც უკვე შედის Natura, The Body Shop და Aesop, Natura & Co გააძლიერებს ერთობლივ შესაძლებლობებს, მოიცვას მეტ მომხმარებელს, გააუმჯობესებს მათი მომსახურების ხარისხის, გავრცელების არეალის და მოახდენს ბიზნესის გეოგრაფიულ განვითარებას.
Avon და Natura დაფუძნებულია მიზანდასახული ადამიანების მიერ. ორივე კომპანია ემსახურებოდა მომხმარებელს, დამოუკიდებელი ანტერპრენერი ქალების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენდნენ სილამაზის ელჩებს ბიუთი ინდუსტრიაში.
Avon - ეს არის კომპანია, 130 წლიანი ისტორიით, რომელიც წარმოადგენს წამყვან კომპანიას მსოფლიოს კოსმეტიკურ ბაზარზე. Avon-ის ხარისხიანი პროდუქცია და მყარი პოზიციები ბიუთი ინდუსტრიაში მსოფიოლს არაერთ ბაზარზე, განაპირობებს მის დიდ პოტენციალს მომავალი ზრდისა და განვითარებისათვის.
კომპანია Natura & Co მოლოდინებით სინერგიის შედეგად კომპანიის მიერ დაგენერირებული ფინანსური რესურსი, წლიურად 150 – 250 მილიონ დოლარი იქნება, რომლის დიდი ნაწილი კომპანიის ციფრული, სოციალური გაყიდვების მიმართულებისა და R&D მიმართულების განვითარებას მომხმარდება.
ლუიზ სიბრა, კომპანია Natura & Co თანადამფუძნებელი:
ჩვენ ყოველთვის პატივისცემით და აღტაცებით ვადევნებდით თვალს კომპანია Avon- ის საქმიანობას.
კომპანია Natura დაფუძნდა სილამაზისა და უერთიერთობების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და ეს მერჯინგი საშუალებას გვაძლევს რომ კიდევ უფრო მეტ ბიუთი მომხმარებელს მოვემსახუროთ სილამაზის სფეროში, პირდაპირი გაყიდვების გზით. პირდაპირი გაყიდვები იყო სოციალური ქსელი ჯერ კიდევ ამ ტერმინის გაჩენამდე და დღევანდელ დღეს არსებული შესაძლებლობები, თანამედროვე ტექნოლოგიები და გლობალიზაცია კიდევ უფრო მეტ პოტენციალს აჩენს გაყიდვების ამ მიმართულებაში.
ჩვენ გვჯერა რომ ეს გაერთიანება საშუალებას მოგცემს გაერთიანებული ძალებით გავზარდოთ ჩვენი საერთო ქსელის სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
რობერტო მარკესი, Natura & Co - ბორდის აღმასრულებელი წევრი:
ბრენდ Aesop-ის შეძენის შემდეგ 2013 წელს და ბრენდ The Body Shop-ის შეძენის შემდეგ 2017 წელს, კომპანია Natura & Co-მ კიდევ ერთი თამამი და გადამწყვეტი განაცხადი გააკეთა, შექმნას გლობალური, მულტიბრენდული კორპორაცია.
Avon — ეს არის ლეგენდარული ბრენდი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში 5 მილიონზე მეტ წარმომადგენელს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო ეფექტურად შევძლებთ გამოვიყენოთ ახალი ერა და ციფრული ინდუსტრიის შესაძლებლობები, გავზარდოთ ჩვენი ბიუთი წარმომადგენლების რაოდენობა, გავაფართოვოთ მაღაზიათა ქსელი და კიდევ უფრო გავზარდოთ ბრენდის აღქმადობა.
იან ზეიდერველდი, ეივონის აღმასრულებელი დირექტორი:
„ამ შეთანხმებამ ეივონის 130 წლიან ისტორიაში ახალი თავი გახსნა. ეს გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიის Open up Avon ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ეფექტურობაზე მეტყეველებს და ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტი დააჩქარებს პროცესებს და ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ონლაინ გაყიდვების არეალს. ბოლო წლების მანძილზე ჩვენ დავიწყეთ ტრანსფორმაცია, რომელიც მიზანმიმართული იყო ეივონის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, გავაძლიერეთ ფოკუსი წარმომანგენელზე, გავამარტივეთ ბიზნეს პროცესები, გავათანამედროვეთ და უფრო ციფრული გავხადეთ ჩვენი ბრენდი. Natura-სთან ერთად ჩვენ გვექნება უფრო მეტი ინოვაციური იდეები, პროდუქტებით გაჯერებული პორტფელი, უფრო ძლიერი დიჯითალ პლატფორმა და შესაძლებლობა ელექტორნული კომერციისთვის, ასევე გაუმჯობესებული ინსტრუმენტები წარმომადგენლებისთვის. ყოველივე ეს გამოიწვევს გაყიდვების ზრდას, რაც თავისთავად გულისხმობს კომპანიის აქცვიების ზრდას. Avon და Natura წარმოადგენს კომპანიებს, რომელსაც ერთი მიზანი აქვს. ეს თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს უკეთ მოვემსახუროთ მილიონობით წარმომადგენელს, გავზარდოთ მათი გამოცდილება და შემოსავალი.“
ჩან გალბატო, ეივონის ბორდის წევრი
„ჩვენი ყურადღება მიმართული იყო იმისკენ, მაქსიმლაურად მოგვემზადებინა ჩვენი წარმომადგენლები, დაგვეჩარებინა საერთაშორისო ექსპნასია, მინიმუმადე დაგვეყვანა ხარჯები, შეგვენარჩუნებინა ფინანსური ელასტიურობა, რათა საბოლოოდ მოგვემზადბეინა კომპანია გრძელვადიანი ზრდისთვის და წარმატებისთვის. დირქტორთა საბჭო მიიღწვის კომპანიის აქციების ზრდისკენ, ჩვენი გაერთიანება Natura-სთან კი ნიშნავს კომპანიისთვის ახალი ისტორიის დასაწყისს, უზრუნველყოფს მასშტაბურობას და ზრდის დიდ პოტენციალს. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს ბიზნესის ამ ტრანსფორმაციას.
შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ახალი ბრაზილიური კომპანია Natura Holding S.A. რომელიც ჩვეულებრივი აქციების კურსით იწყებს მოღვაწეობას, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: Natura & Co აქციონერები ფლობენე ბიზნესის 76% წილს, ხოლო Avon-ის აქციონერები დარჩენილ- 24%-ს. თუ გავითვალისწინებთ Natura-ს ღირებულებას, მოლაპარაკებების დასრულებისთვის 2019 წლის 21 მარტს, ერთი დღით ადრე, სანამ კომპანიები გაასაჯაროვებდნენ შეთანხმების დოკუმენტაციას, ეს გარიგება ეივონის აქციონერებს მისცემს 28% -იანი მოგებას, და მოსალოდნელია კომპანიის EBITDA- ის რენტაბელურობის ზრდა 2016 წელთან შედარებით 5.6x- დან 9.5x დიაპაზონებს შორის. შეთანხმებამდე Avon-ის ბზინესი ფასდება 3,7 მილიარდი ამერიკული დოლარით. ხოლო გაეღთიანებული კომპანიების საერთო ღირებულება იზრდება 11 მილიარდამდე. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აქციების 55% ჩაშვებულ იქნება თავისუფალ მიმოქცევაში ბრაზილიის საფონდო ბირჟაზე და მიიღებს ამერიკის სადეპოზიტო ქვითრებს ნიუ-იორკის (NYSE) საფონდო ბირჟიდან. ეივონის აქციონერებს საშუელება მიიეცემათ აქციების, როგორც ამერკულ ისე ბრაზილიურ საფონდო ბირჟაზე ყიდვა-გაყიდვის უფლება. დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე:
https://natu.infoinvest.com.br/ptb/7085/19550_691987.pdf.
შეთანხმების დასრულების შემდეგ, დირექტორთა საბჭო შედგება 13 წევრისგან, 3 მათგანი წარმოაგდენს ეივონის ინტერესებს. შეთანხმება გაივლის დასრულებისთვის საჭირო პროცედურებს, რომელიც გულისხმობს თანხმობის მოპოვებას Natura & Co და Avon-ის აქციონერების მხრიდან, ბრაზილიის ანტიმონოპოლიური და სხვა იუირდიული ორგანოებისგან თანხმობის მიღებას.
UBS Investment Bank и Morgan Stanley მოქმედებდნენ როგორც Natura & Co. ფინანსური მრჩევლები, Goldman Sachs-ს კი წარმოადგენა ეივონის ფინანსურ საკონსულტაცია კომპანიას, ხოლო PJT Partners გახლდათ ეივონის აქციონერების ფინანსური საკონსულტაციო კომპანია.
Natura & Co- შესახებ
Natura, Aesop და The Body Shop-ის გაერთიანების მიზეზი გახდა გლობალური მულტიბრენდული, მრავალარხიანი კოსმეტიკური ჯგუფის გაერთიანება ერთი კორპორატიული ბრენდის Natura & Co-ს ქვეშ. ერთი ჯგუფის ქვეშ გაერთიანებული სამივე კომპანია ცდილობს აჩვენოს დადებითი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ზემოქმედება გარემოზე. დაარსებიდან (1969 წელი ), ნატურა წარმოადგენს ბრაზილიურ საერთაშორისო კომპანიას კოსმეტიკის და პირადი ჰიგიენის სეგმენტში, რომელიც ფოკუსირებას ახდენდა პირდაპირ გაყიდვებზე. The Body Shop დაარსდა 1976 წელს ანიტა როდიკის მიერ და ამ ხნის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი მსოფლიოში. ავსტრალირუი კოსმეტიკური ბრენდი Aesop დაარსდა 1987 წელს კანის, თმის და სხეულის მოვლის საუცხოო პროდუქციის შექმნის მიზნით
Avon-ის შესახებ
Avon — საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაარსდა 1886 წელს და წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყენაში. ბიზნესის სტრუქტურა მოიცავს - წარმოებას, დისტრიბუციას, მარკეტინგს და გაყიდვებს. ასევე კომპანია ფლობს კვლევით ცენტრს, რომლის ბაზაზეც ხდება ბიუთი ინოვაციების წარმოება. ეივონი საქართველოს ბაზარზე უკვე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი.
(R)

























