სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის „მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ“ შეთანხმება უახლოეს დროში მომზადდება

სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუსეთსა და  "სამხრეთ ოსეთს" შორის „მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ“ შეთანხმება უახლოეს დროში მომზადდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის შეთანხმება „მოქალაქეობის გამარტივებული მიღების შესახებ“ უახლოეს დროში მომზადდება.

„მზადდება შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. ასევე, აღნიშნული ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობენ, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას. შესაბამისი სამუშაო ხორციელდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ გვესმის, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ამ შეთანხმებაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და უახლოეს დროში მივიღებთ შესაბამის შეთანხმებას“, - განაცხადა რუსმა პარლამენტარმა.