"გალფი" და ეროვნული ბიბლიოთეკა #აჩუქეწიგნის ფარგლებში 150 სოფლის წიგნებით მომარაგებას გეგმავს

დღეს კომპანია "გალფმა" და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტის "აჩუქე წიგნის" პრეზენტაცია გამართეს, სადაც პროექტის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია "გალფის" სადგურებზე წიგნები დარიგდება. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და ანაგრამა.
პროექტ „წიგნიერის“ ფარგლებში კომპანია გალფი 2019 წელს კვლავ აქტიურად იქნება ჩართული წიგნების გავრცელების კამპანიაში, სადაც რეგიონების სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სისტემატურად მიეწოდება წიგნები. გალფი ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა. გასულ წელს პროექტის ფარგლებში 120 სოფელი მომარაგდა ხოლო წელს 150 სოფლის მომარაგება იგეგმება.
(R)

























