ანატოლი ბიბილოვი - სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან თბილისში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან საქართველოში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა.
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„არ მგონია, რომ მას საფრანგეთში ცუდი ცხოვრება ჰქონდა და რომ საქართველოში მის დასახმარებლად ჩავიდა. გადაწყვეტილება ვაშინგტონში იყო მიღებული, რათა გაგრძელდეს ის ხაზი, რომელსაც ვაშინგტონი და ბრიუსელი განსაზღვრავს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

























