ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას 15 მარტიდან აპირებს

ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას 15 მარტიდან აპირებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გახსნას 15 მარტიდან აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი „უშიშროების საბჭოს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

„მიღებულია გადაწყვეტილება მოქალაქეთა მიმოსვლის განახლების შესახებ საქართველოსთან სახლმწიფო საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთის ადგილებში. გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკაშირებით“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვრიდან H1N1 გრიპის ვირუსის გამო ჩაკეტა.