ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ანატოლი ბიბილოვს შეხვდება

6 მარტს, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრის ფარგლებში იგეგმება ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხებისა და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივის განხილვა, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანატოლი ბიბილოვის მოსკოვში ე.წ. ვიზიტს სამუშაო ხასიათი ექნება.

























