დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა

დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა MUNDUS VINI-ზე. კონკურსი ყოველწლიურად იმართება გერმანიაში და ღვინის დარგში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსად მიიჩნევა. ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიურის განსაკუთრებული მოწონება შემდეგმა ღვინოებმა დაიმსახურეს:

მუკუზანი 2016, საფერავი რეზერვი 2014 და ოცხანური საფერე 2015.

საფერავი რეზერვი და ოცხანური საფერე ჩვენი კომპანიის ახალი პრემიუმ ხაზის ღვინოებია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა და უკვე რამდენიმე პრესტიჟული კონკურსის ოქროს მედლის მფლობელია - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზაალ დუგლაძემ.

(R)