ახალი პატარა ქალაქი რედკოსგან - რა სიახლე გელოდებათ წელს ახალ გუდაურში

ახალი პატარა ქალაქი რედკოსგან - რა სიახლე გელოდებათ წელს ახალ გუდაურში

6 წელი და 8 აპარტოტელი გუდაურში - ასეთია დეველოპერული კომპანია ”რედ-კოს” საქმიანობის შედეგები. თუმცა ეს ყველაფერი არაა და კომპანია გუდაურის განვითარების პროცესს აგრძელებს. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ ჯამში 26-მდე ახალი პროექტი უნდა განახორციელოს, რომელიც კანადური კომპანია “ეკოსაინი”-ს მიერ შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით გუდაურს საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული ტურისტებისთვის მიმზიდველ ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანია გუდაურში საერთაშორისო დიდი ბრენდების შემოყვანა და ამ ქართული კურორტის 5-ვარსკვლავიან ტურისტულ მარშრუტად ქცევა. უკვე ცნობილია, რომ კომპანია 2020 წელს გუდაურში სასტუმრო „რადისონ ბლუს“ გახსნის, ხოლო წელს რედკო ახალ გუდაურში მაღალი მოდის მოყვარულებს სათხილამურო ტანსაცმლის და აღჭურვილობის ლუქს ბრენდის “ბოგნერ”-ის ზამთრის ახალ კოლექციას დაახვედრებს.

სამორინე ახალ გუდაურში არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც წელს ახალი გუდაურის დამსვენებლებს ელოდებათ. CASINO GUDAURI რედკოს მიერ აშენებულ ახალი შენობის New Gudauri Suite-ის პირველ სართულზე არის განთავსებული აქვე დაგხვდებათ ახალი რესტორანი “მითლოუფი”სადაც მშვენიერი საღამოს გატარებას შეძლებთ სრიალის შემდეგ.

რედკოს გაყიდვების ოფისი უკვე გახსნილია ახალ გუდაურში, სადაც პირდაპირ შეძლებთ სასურველი ბინის შერჩევას და ხელშეკრულების დადებას.

რა მიზნით ყიდულობენ ბინებს ახალ გუდაურში?

„რედ-კო“ არა მხოლოდ აშენებს, არამედ უვლის და პატრონობს თავისივე აშენებულ უძრავ ქონებას, ხოლო გაყიდული ბინების მეპატრონეებს სთავაზობს გაქირავების სერვისს, რომელსაც ზამთრის და ახლა უკვე ზაფხულის პერიოდშიც შემოსავლის სტაბილურ წყაროს წარმოადგენს.

რედკოში განმარტავენ, რომ ახალ გუდაურში ბინა კარგი ინვესტიცია და სტაბილური შემოსავლის გარანტიაა, რომელიც არ არის დამოკიდებული სამშენებლო ბაზრის რაიმე რყევებთან. გუდაური ვითარდება და ქვეყანაში ტურიზმი იზრდება, ამიტომაც მოთხოვნა უძრავ ქონებაზე თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარე საუკეთესო კურორტზე მხოლოდ გაიზრდება.

(R)