ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს

ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს. მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც “ინტერპრტესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია.

“ვადასტურებთ, რომ დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს მუშაობას მის გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუს-ში.

იხილეთ ვიდეო: ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან ადგილობრივი ოთარ სამნიაშვილი დააკავეს