ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება

ქუთაისში, დღეს, 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ქარის სიჩქარე 32 მეტრი წამში იქნება.
„ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით, შემდეგ კი ქარის სიჩქარე თანდათან დაიკლებს. ამ დროისთვის კი ფიქსირდება 28 მეტრი წამში. ეს უკვე ძლიერი ქარია, რომელიც მიუახლოვდება ძალიან ძლიერი ქარის კვალიფიკაციას - 32 მეტრი წამში“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.
მისი თქმით, ძლიერი ქარია ზემო იმერეთსა კოლხეთის დაბლობზე.

























