ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შენობას სახურავი გადახადა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შენობას სახურავი გადახადა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შენობას სახურავი გადახადა. დაზიანებულია ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია განთავსებული. სახურავის დაცემის შედეგად, ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

112–ში ქუთაისიდან ამ დროისთვის 50–მდე შეტყობინებაა შესული.

ქუთაისში, ძლიერი ქარის შედეგად, ჩამოვარდნილია ბანერები და მოგლეჯილია რამდენიმე ხე.