,,ქუთგანათების სერვისმა“ ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გზაჯვარედინზე ახალი შუქნიშნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისმა“ ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გზაჯვარედინზე ახალი შუქნიშნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისის“ მიერ უკვე განხორციელდა ანძების, კრონშტეინის, შუქნიშნისადა დამატებითი სექციის დამონტაჟება. შუქნიშანი, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციით იქნება მოწყობილი, მოაწესრიგებს გზაჯვარედინს და სავალი ნაწილების გადაკვეთას.
მსგავსი ტიპის შუქნიშნის მოწყობა ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გზაჯვარედინზე პირველად მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

























