ყიზილაჯლოს N3-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ყიზილაჯლოს N3-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ყიზილაჯლოს N3-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კობა ასანიძე მივიდა. როგორც მან განაცხადა, სიტუაცია უკვე განმუხტულია და ოქმიც მზად არის შესავსებად.

"ერთ ბათილ ბიულეტენზე მიდიოდა დავა, ჩათვლილიყო თუ არა ბათილად. ამის გამო შეფერხდა ხმების დათვლა და ოქმის შევსების პროცესი. ახლა დაწყნარებულია მთლიანად კომისია და ყველა წარმომადგენელი, დამკვირვებელი. ოქმი მზად არის შესავსებად", - აღნიშნა ასანიძემ.