რუსთავში #37-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

რუსთავში #37-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე და 163-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევასა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა #37-ე უბნის შენობის კარი შეამტვრიეს და შუშები დაამტვრიეს, თუმცა ოთახში, სადაც უბანი იყო განთავსებული, მათ შეღწევა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლეს.

























