ბათუმის საოლქო კომისიის იურისტი - სხვა არც ერთ არჩევნებზე ბათუმის ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი აქტივობა

ბათუმის საოლქო კომისიის იურისტი - სხვა არც ერთ არჩევნებზე ბათუმის ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი აქტივობა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით ბათუმში 80 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, რაც 2012 წლის არჩევნებს მაჩვენებლით აჭარბებს. მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით, ოლქში 7 საჩივარია შესული. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის შედგენილი.

"ბათუმში 20 საათის მონაცემებით 80 364 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის რეგისტრირებული ამომრჩევლის 55,84 პროცენტი, რაც 2012 წელთან შედარებით არის მაღალი. სხვა არც ერთ არჩევნებზე ბათუმის ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი აქტივობა. აქტივობამ გადააჭარბა 2012 წლის მონაცემებს. ოლქში 7 საჩივარია, 4 არასამთავრობო ორგანიზაციების, 2 „ნაციონალური მოძრაობის“ და 1 მოქალაქის მიერ არის შედგენილი",- განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

ბათუმში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ განაცხადა, ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 143 925 შეადგენს. ბათუმში 103 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან ერთი სპეცუბანი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაშია. ციალა შავაძის ინფორმაციით, ბათუმში გადასატან ყუთზე 1405 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.