„ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები გამარჯვებას აღნიშნავენ

„ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები გამარჯვებას აღნიშნავენ

„ქართული ოცნების" აჭარის ორგანიზაციის წევრები გამარჯვებას აღნიშნავენ. პარტიის შტაბში აჭარის რეგიონის პირველი პირები აქტივისტებთან ერთად შეიკრიბნენ. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩაატარა.

ქართული ოცნების" წევრის აკაკი ზოიძის თქმით კი, ქალი პრეზიდენტი საქართველოს საზღვარგარეთ წარმატებით წარმოაჩენს.

„ჩემი აზრით საქართველოდან ქალი პრეზიდენტი უნდა იყოს წარმოდგენილი საზღვარგარეთ. თანამშრომლობას რაც შეეხება, იმ ფარგლებში უნდა მოხდეს ოპოზიციასთან, რის ფარგლებშიც მას შეუძლია",- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

„ქართული ოცნების" წევრმა ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში "ქართული ოცნების" აქტივისტები ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და გამარჯვებას აღნიშნავენ.