რუსთავის #37-ე საარჩევნო უბანს უცნობმა პირმა ქვები დაუშინა, ჩამსხვრეულია შუშები

რუსთავის #37-ე საარჩევნო უბანს უცნობმა პირმა ქვები დაუშინა, ჩამსხვრეულია შუშები

რუსთავის #37-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა შუშები ჩაამსხვრია. საარჩევნო უბანი უკვე დაკეტილი იყო, როდესაც გარეთა კარს უცნობმა პირმა ქვები დაუშინა.

აღნიშნულის გამო საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის პანიკა შეიქმნა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.