მარნეულში, ზემო სარალში 57-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია

მარნეულში, ზემო სარალში 57-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია

მარნეულში, ზემო სარალში 57-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის მოადგილე გივი ქველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს, რაც მისივე თქმით, კანონის დარღვევაა. ის განმარტავს, რომ აღნიშნულ უბანზე გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს იგებს, რისი გაყალბებაც უნდათ, ამის უფლებას კი არ მისცემენ.

როგორც ქველაძე აცხადებს, საპატრულო პოლიცია კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა.