ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი დამკვირვებლის უბნიდან გაყვანას ხმაური მოჰყვა

ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებლის უბნიდან გაყვანას ხმაური მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციიდან დამკვირვებელი ლამარა დუმბაძე აცხადებს, საარჩევნო უბანზე მარკირებაგავლილმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს. ლამარა დუმბაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, რის შემდეგაც საარჩევნო უბანი პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.
თავის მხრივ, 26-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამტკიცებს, გაერიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებში უხეშად ერეოდნენ და მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევენ.

























