რუსთავში #26 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

რუსთავში #26 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. მარკირებიანი მოქალაქე, რომელიც ძმასთან ერთად იყო მისული, ხმის მისაცემად არ დაუშვეს, რასაც მისი მხრიდან ხმაური მოჰყვა.
როგორც თეონა ბურჯანაძე აცხადებს, ის არჩევნებზე არ ყოფილა და ხმა არ მიუცია.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური აცხადებს, რომ დღის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა მარკირებიანი მოქალაქეების მიერ ხელახლა ხმის მიცემის მცდელობა და #26 უბანზეც მსგავსი ფაქტი იქნა დაფიქსირებული და აღკვეთილი.

























