ყიზილაჯლოს 49-ე უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, დეპუტატი თამაზ ნავერიანი მივიდა

ყიზილაჯლოს 49-ე უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, დეპუტატი თამაზ ნავერიანი მივიდა

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. როგორც ნავერიანი განმარტავს, აღნიშნულ უბანზე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დეპუტატი საია-ს მოთხოვნასაც პასუხობს. საია 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს.

„გამაგებინეთ, რის საფუძველზე ითხოვს კენჭისყრის შეწყვეტას საია. არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება. რატომ უნდა შეწყდეს კენჭისყრა? - განაცხადა ნავერიანმა.