17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში აქტივობამ 41,58% შეადგინა

ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. 17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 64 984–მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41, 58%–ია. საოლქო კომისიის მონაცემებით, ციფრები 12%–ით მეტია პირველი ტურის ამ დროის მონაცემებთან შედარებით.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, სულ 14 საჩივარია დაწერილი და ყველა საჩივარი პროცედურულია.

























