თელავის მუნიციპალიტეტში, 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 21 900 მოქალაქემ მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტში, 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 21 900 მოქალაქემ მიიღო, რაც დაახლოებით 39%-ს შეადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს" თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კალმახელიძემ განუცხადა, ექსცესებს და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, დღის განმავლობაში ოლქში პროცედურულ დარღვევაზე ორი საჩივარია შესული.
„ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი 39%-მა დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. დღის განმავლობაში დაწერილია ორი საჩივარი პროცედურულ დარღვევაზე. ერთ-ერთ უბანზე დაიწერა საჩივარი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო მეორე საჩივარი ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგას, თუმცა იმის შესახებ, თუ რა მანძილით უნდა იყოს მაგიდა კედლისგან მოშორებით, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - განაცხადა თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისის წევრმა გიორგი კალმახელიძემ.

























